ჩოგბურთი

12:27 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრომ ფედერერს მოუგო, ნახევარფინალში ნადალი ელოდება

არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ 2009 წელს ამერიკის ღია პირველობა მოიგო, მას შემდეგ იყო ბევრი ტრავმა, გამოტოვებული უამრავი ტურნირი და აი, არგენტინელი დაბრუნდა.

ამერიკის ღია პირველობის 1/4-ფინალში ხუან მარტინმა როჯერ ფედერერი 7:5, 3:6, 7:6, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. მატჩში გარდამტეხი მესამე სეტი გახლდათ, ტაი-ბრეიკზე როჯერი 6:4-ს იგებდა და ორმაგი სეტ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ დელ პოტრომ 10:8 მოიგო. მეოთხე პარტიაში 2:2-ზე არგენტინელი გადამწყვეტ ბრეიკს აკეთებს და ნახევარფინალში გადის, სადაც რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ რუსი ანდრეი რუბლევი იოლად, 6:1, 6:2, 6:2 დაამარცხა.

ურთიერთშეხვედრებში ნადალი დელ პოტროს 8:5-ს უგებს, მატჩი 9 სექტემბერს თბილისის დროით 00:00 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114566