ფეხბურთი

12:30 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" - მხოლოდ დემბელე და მარცხი ბაზარზე

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა – “ბარსელონამ” საკონტროლო გასროლა მიზანში ვერ მოარტყა. უსმან დემბელე კი ნეიმარის შემცვლელად საკმარისი არაა. ამასობაში კატალონურ გრანდს ჩავი აკრიტიკებს, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე “ბარსას” აქტივობას ასე აფასებს:

“არასწორი და უვარგისი თამაშები ვალვერდესთვის”. მანამდე ჟერარ პიკემაც აღიარებით ჩვენება გასცა: “2008 წლის შემდეგ პირველად ვგრძნობ, რომ “რეალი” ჩვენზე ძლიერია”...

რა ხდება “ბარსელონას” თავს? – ფაქტია, რომ გუნდმა ნეიმარი გაყიდა და გაყიდა რეკორდულ თანხად – 222 მილიონ ევროდ. საპასუხოდ კი, “ბლაუგრანამ” ასეთი შევსება მიიღო:

უსმან დემბელე 105 მილიონ ევროდ “დორტმუნდიდან”, რასაც მომავალში ბონუსად 45 მილიონიც დაემატება. პაულინიოს სანაცვოდ გუნდმა 40 ლიმონი გაიღო. ივლისის შუა რიცხვებში “კამპ ნოუზე” “ბენფიკადან” მარჯვენა მცველის, ნელსონ სემედუს გადაბირება 30 მილიონი ევრო დაჯდა, ხოლო ჟერარ დეულოფეუს დაბრუნებაში 12 მილიონი იქნა გახარჯული – 187 მილიონი ევრო (ამ თანხაში არ შედის დემბელეს ბონუს თანხა), ოთხი ახალწვეული და არცერთი ნეიმარის მემკვიდრე.

კრახი – ფელიპე კოუტინიოსთვის “ბარსელონა” ბოლო წუთამდე იბრძოდა, კოუტინიო – “ბარსასთვის”. თუმცა, “ლივერპული” შეუვალი აღმოჩნდა და ესპანელთა ყველა წინადადება მტკიცე უარით გაისტუმრა. საბოლოოდ, ინგლისელებმა საწადელს მიაღწიეს და ბრაზილიელი ისევ “ენფილდ როუდზე” დაიტოვეს. ამასობაში, კატალონიაში სათადარიგო ვარიანტმაც არ იმუშავა: პსჟ-მ ანხელ დი მარია 160 მილიონ ევროდ შეაფასა, ამ თანხის გასაღებად კი “ბარსელონა” მზად არ აღმოჩნდა.

სეზონის შოკური დასაწყისი – ესპანეთის ჩემპიონატში თითქოს ყველაფერი რიგზეა. 2 მატჩი, 2 მოგება და 6 ქულა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ “ბარსას” პირველი-ორი მეტოქე ანგარიშგასაწევ ძალად და შესაფასებლად არ გამოდგება. სამაგიეროდ, შეფასებისთვის ივარგებს ესპანეთის სუპერთასის ორი შეხვედრა, რომელიც “ბლაუგრანასთვის” კოშმარული მარცხით დასრულდა – 1:5 ორი მატჩის ჯამში. თანაც, ვისთან, მოსისხლე მტერ მადრიდის “რეალთან” – სწორედ ამ მატჩის შემდეგ თქვა პიკემ ის სიტყვები, რომლებიც წერილის დასაწყისში გავიხსენეთ. ერთი შეხედვით “ბარსელონა” აღარაა ისეთი ძლევამოსილი, როგორც ბოლო ხანს გვახსოვს. ფაქტია, MSN წარსულში დარჩა, დანარჩენი სეზონის მიმდინარეობისას გამოჩნდება – ვინ იყო მართალი და ვინ – მტყუანი...

სელტა   4 - 2    ლევანტე

შემადგენლობა

მოვლენები

ლეგანესი   3 - 2    ბეტისი

შემადგენლობა

მოვლენები

მალაგა   0 - 1    ხეტაფე

შემადგენლობა

მოვლენები

სევილია   1 - 0    ალავესი

შემადგენლობა

მოვლენები

ლას პალმასი   1 - 2    ხირონა

შემადგენლობა

მოვლენები

ვილიარეალი   2 - 2    რეალი

შემადგენლობა

მოვლენები

ვალენსია   2 - 1    დეპორტივო

შემადგენლობა

მოვლენები

ბილბაო   0 - 1    ესპანიოლი

შემადგენლობა

მოვლენები

ატლეტიკო   2 - 2    ეიბარი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარსელონა   1 - 0    სოსიედადი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.24313