ფეხბურთი

16:30 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გაგრამ” შესუსტებულ “საბურთალოს” 7:0 მოუგო

“გაგრაში” უკრაინული მწვრთნელის, დენის ხომუტოვის დებიუტი შედგა. ამაზე მეტი ხმაურიანი დებიუტი რაღა, მისმა გუნდმა 7:0 სძლია “საბურთალოს”, თუმცა საბურთალოელებს არაერთი ფეხბურთელი აკლდათ – ასაკობრივ ნაკრებებში არიან ფეხბურთელები.

დუბლი შეასრულა ლევან პაპავამ, თითო-თითო გოლი კი ნიკოლოზ ხინთიბიძემ, თორნიკე გაფრინდაშვილმა, ცოტნე მოსიაშვილმა, ბექა გამცემლიძემ და გოცა ცირდავამ გაიტანეს.

0.146286