ფეხბურთი

23:34 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ გულშემატკივარს ოცნება აუხდინა (+VIDEO)

ლიონელ მესიმ პატარა ბავშვი დაცვისგან დაიხსნა – საქმე ისაა, რომ არგენტინელი ვარსკვლავამდე მიღწევა ურუგვაელ ბავშვს სურდა, მაგრამ მონტევიდეოს სასტუმროში მისულ მესისთან იგი სასტუმროს დაცვამ არ მიუშვა.

ბავშვმა გაიფიქრა, ოცნება არ ამიხდაო და ტირილმა სძლია, თუმცა ბედმა მალევე გაუღიმა. ლიონელმა მომხდარი შენიშნა და იმავე დაცვის თანამშრომლებს ბიჭის მასთან მიყვანა სთხოვა. საბოლოოდ, პატარა გულშემატკივარმა ნატვრა აიხდინა და მესისთან ფოტოც გადაიღო...

0.122236