სხვა

21:43 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეაჩერებს ოთარ ერანოსიანი მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონს?

ჰამბურგში მიმდინარე მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი ოთარ ერანოსიანი წარმატებულ სვლას განაგრძობს. ახალქალაქელი მოკრივე 1 სექტემბერს ნახევარფინალში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მოკრივე, კუბელი ლასარო ალვარეს ესტრადა იქნება.

26 წლის კუბელმა 2012 და 2016 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ მთავარია, რომ ლასარო ალვარესი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია (2011, 2013 და 2015 წლებში) და მეოთხე ოქროს უმიზნებს.

ოთარმა მიმდინარე ჩემპიონატზე პირველ ბრძოლაში ყაზახი ადილეტ კურმეტოვი დაამარცხა, მერვედფინალში ინდოეთის წარმომადგენელ შივა ტაპას უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქის გამოუცხადებლობის გამო მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლა, მეოთხედფინალში კი აზიური თამაშების ჩემპიონსა და მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორ უზბეკ ელნურ აბდურაიმოვს აჯობა. ამ გამარჯვებით ერანოსიანმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, თუმცა წინ ნახევარფინალია და მას უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ოთარ ერანოსიანისა და ლასარო ალვარესის ბრძოლა გაიმართება ხვალ. დაწყების დრო – დაახლოებით 20:30 საათი (თბილისის დროით).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088701