საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო! ილიას ზუროსის გუნდმა ისტორიული თამაში მოიგო: ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტ ლიტვის ნაკრებს აჯობა - 79:77.
შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და კულმინაცია ბოლო წამები გამოდგა. იონას მაჩულისის სირენასთან ერთად ნასროლმა სამქულიანმა, რომელიც მიზანში ვერ მოხვდა, ჩვენი ქვეყნის კალათბურთისთვის ისტორიული ფაქტი დააფიქსირა! ევრობასკეტი ამაღლებულ ნოტაზე და ბრწყინვალე გამარჯვებით დავიწყეთ.
WORLDSPORT.GE მატჩის ვრცელ მიმოხილვას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.







