ფეხბურთი

0:02 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრას" დენის ხომუტოვი გაწვრთნის...

საფეხბურთო კლუბ "გაგრას" სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილება განხორციელდა. ოჯახური მდგომარეობის გაუარესების გამო, ანატოლი პისკოვეცმა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბთან თანამშრომლობა შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. ეს უკანასკნელი "გაგრას" ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი გახლავთ და ყველაზე დიდ წარმატებებს კლუბმა სწორედ მისი თავკაცობის პერიოდში მიაღწია. კლუბი მადლობას უხდის უკრაინელ სპეციალისტს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში.

საფეხბურთო კლუბ "გაგრას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დენის ხომუტოვმა ჩაიბარა, რომელიც აქამდე დონეცკის "ოლიმპიკის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. მას ასევე დონეცკური კლუბის 19 და 21-წლამდე გუნდებში აქვს ნამუშევარი.

დენის ხომუტოვი თბილისს 30 აგვისტოს ესტუმრება და ხვალიდან თავის საქმიანობას შეუდგება.

წარმატებას ვუსურვებთ დენის ხომუტოვს და ვიმედოვნებთ, რომ "გაგრასთან" ერთად მრავალ წარმატებას მიაღწევს!

"გაგრას" პრესსამსახური

0.112161