ფეხბურთი

2:02 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: ხუთი ლიდერით და ბევრი პოლემიკით

იტალიის სერია A: ორი ტური და ხუთი ლიდერი – “იუვენტუსს”, “ინტერს”, “ნაპოლის”, “მილანს” და “სამპდორიას” ქულათა მაქსიმუმი აქვთ და სანაკრებო პაუზაზე ჩინებული განწყობით გავიდნენ.

“იუვემ” და “ინტერნაციონალემ” თავიანთი მატჩები გადასარევ სტილში შაბათს მოიგეს, ახლა დანარჩენ მატჩებზე ვთქვათ: “ნაპოლიმ” ბევრი იწვალა კერკეტ კაკალ “ატალანტასთან”, მაგრამ ბოლოს მაინც გატეხა და “სან პაოლოზე” შეკრებილი პუბლიკა შინ გახარებული გაუშვა. არადა, “ატალანტას” ტოლი არაფერში დაუდია მეტოქისთვის, თუმცა ეს მეტწილად პირველ ტაიმში, რომელიც სტუმრებმა მოიგეს კიდეც. ბრაიან კრისტანტეს გოლით. გადამწყვეტი კი მეორე ნახევრის ხუთწუთიანი ინტერვალი გამოდგა – ნეაპოლელებმა ორჯერ დაამწუხრეს მეტოქე და მოპოვებული უპირატესობა არათუ შეინარჩუნეს, თამაშის ბოლოს მარკო როგის გაზარდეს კიდეც. მაურიციო სარის გუნდს გასული სეზონიდან მოყოლებული მიჯრით 9 თამაში აქვს მოგებული.

“ნაპოლის” არ იყოს, გაუჭირდა, მაგრამ სამი ქულა მოიპოვა “მილანმა” – ვინჩენცო მონტელას გუნდი ვერ იყო ისეთი დამაჯერებელი, როგორც წინა მატჩებში, მაგრამ მთავარია, შედეგს მიაღწია. ისე, ვინც თამაშს უყურა და სტატისტიკასაც ჩახედავს, დამეთანხმება, რომ “კალიარის” წასაგები თამაში არ ჰქონია. საუკეთესო მოედანზე ესპანელი სუსო იყო – “მილანის” შემტევმა პირველ ტაიმში კუტრონეს ლამის ცარიელ კარში გაატანინა, მერე, რთულ მომენტში საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა და თავადვე ულამაზეს გოლად აქცია – ამან თამაშის ბედი გადაწყვიტა. იქამდე, ფრანკ კესიეს შეცდომით “კალიარიმ” გათანაბრებაც მოახერხა (ჟოაო პედრომ შეაგდო). სხვათა შორის, იყო ერთ-ორი ეპიზოდი, როცა სარდინიელები თამაშის წესების დარღვევას საჯარიმოში ითხოვნდენ და საფუძვლიანადაც – ლეონარდო ბონუჩიმ ერთ ეპიზოდში ჟოაო პედრო მართლაც წააქცია, მაგრამ ეპიზოდი მთავარ მსაჯსაც და ვიდეორეფერისაც გამოეპარათ. საერთოდ, მსაჯებისადმი აპენინზე ყოველთვის ბევრი საუბარი იყო და ვიდეორეფერის შემოღებამ პოლემიკა უფრო გაზარდა, ვიდრე შემაცირა. ყოველშეთმხვევაში, ჯერჯერობით ასეა.

ასე იყო თუ ისე, “როსონერის” სტარტი დადებითია. სხვათა შორის, ბოლო 11 სეზონში “მილანმა” მეორედ მოახერხა საწყის ორ ტურში 6 ქულის მოპოვება.

მოიგო “სამპდორიამაც” და როგორც ზემოთ ვახსენეთ 6 ქულა აქვს. მარკო ჯამპაოლოს გუნდმა სტუმრად “ფიორენტინა” დატოვა გაწბილებული. არადა, “იები” ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და წესით არც უნდა წაეგოთ, მაგრამ საგოლე მომენტების ვერ გამოყენების გამო დაისაჯნენ – 1:2. ასეთივე ანგარიშით და სტუმრად იმარჯვა “ლაციომ” – ვერონაში, “კიევო” “არწივებს” ბოლო წუთამდე უძალიანდებოდა და ახლოსაც იყო ქულასთან, მაგრამ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა “ლაციალეს” პირველი გამარჯვება მოუტანა მიმდინარე სეზონში და სიმონე ინძაგი ძალიან, ძალიან გაახარა.

ისტორიული თამაში მოიგო “სპალმა” – ახალწვეულმა შინ “უდინეზეს” აჯობა – 3:2. თავიდან მასპინძლები 2:0 იგებდნენ, მაგრამ ჯიჯი დელ ნერის ბიჭებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს. და მაინც, მსაჯის კომპესირებულ დროში ლუკა რიცომ ისტორიული გამარჯვება გამოჭედა. სხვათა შორის, ისტორიული გოლით გახსნა ანგარიში მარკო ბორიელომ – საქმე ისაა, რომ ეს იყო “სპალის” პირველი გოლის სერია A-ში 18 008 დღის შემდეგ. და, მეორეს მხრივ იმიტომ, რომ მარკომ პირადი რეკორდი დაამყარა – იტალიის მთავარ ლიგაში 12 სხვა და სხვა გუნდის მაისურით გაიტანა გოლი და ამ მაჩვენებლით ერთადერთია ნიკოლა ამორუზოსთან ერთად.

უინტერესო სანახავი თამაში შედგა “ეციო შიდაზე” – “კროტონემ” და “ჰელას ვერონამ” გოლები ვერ გაიტანეს და ქულები გაიყვეს. იქამდე კი, “ტორინომ” “სასუოლოს” არ დაუტოვა შანსი – 3:0 გამოსარჩევია ანდრეა ბელოტის წარმოდუგენელი სილამაზის გოლი, რომლის ნახვაც ერთ რამედ ღირს.

სერია A ორი კვირით დაგვემშვიდობა. იქამდე, სანაკრებო პაუზაა – თუმცა, კალჩოს გულშემატკივრებს რა მოაწყენს, “სკუადრა აძურას” ისეთი თამაში აქვს 2 სექტემბერს, მადრიდში...

“ტორინო” – “სასუოლო” 3:0 (1:0)

ტურინი, “გრანდე ტორინო”

მაყურებელი:

“ტორინო” (4-2-3-1): სირიგუ; დე სილვესტრი, ნ’კულუ, მორეტი, ბარეკა; რინკონი (აკქუა 81), ობი; იაგო ფალკე (ძაპაკოსტა 85), ლიაიჩი, ბერენგერი (ედერა 72); ბელოტი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, აჩერბი, კანავარო, გაცოლა (აჯაპონგი 65); მისიროლი (რაგუზა 63), მანიანელი (სენსი 75), დანკანი; ბერარდი, ფალჩინელი, პოლიტანო

მწვრთნელი: კრისტიან ბუჩი

გოლები: 1:0 ბელოტი (45), 2:0 ლიაიჩი (84), 3:0 ობი (88)

გაფრთხილება: ობი (90) – რაგუზა (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 14 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:11 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“სპალი” – “უდინეზე” 3:2 (1:0)

სპალი, “სტადიო პაოლო მაცა”

“სპალი” (3-5-2): გომისი; სალამონი, ვიჩარი, ვაისანენი; ლაძარი (რიცო 84), შიატარელა, ვივიანი, მორა (შიავონი 74), მატიელო; ფლოკარი (ანტენუჩი 74), ბორიელო

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

“უდინეზე” (4-3-3): სკუფეტი; ანჯელა, დანილო, ნუიტინჩკი, სამირი (პეცელა 46); ფოფანა (პერიკა 72), ჰალფრედსონი (ბარაკი 57), იანკტო; დე პაული, ტერო, ლასანია

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 1:0 ბორიელო (25), 2:0 ლაძარი (54), 2:1 ნიუტნიჩკი (72), 2:2 ტერო (87), 3:2 რიცო (90)

გაფრთხილება: ვაეისანენი (75), ვივიანი (90), სალამონი (90) – პეცელა (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 11 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 0:7 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: პაოლო ვალერი

“კიევო” – “ლაციო” 1:2 (1:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი (ცეზარი 75), გამბერინი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; ინგლეზე (პელისიერი 85), პუჩარელი (გარიტანო 80)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ლაციო” (3-4-2-1): სტრაკოშა; უოლასი, დე ვრეი, რადუ; ბასტა (მარუშიჩი 80), ლუკას ლეივა (კაისედო 60), პაროლო, ლულიჩი (ლუკაკუ 60); მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუის ალბერტო; იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 იმმობილე (11), 1:1 პუჩარელი (34), 1:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (89)

გაფრთხილება: ბირსა (67) – უოლასი (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 11 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 9:6 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ჯანლუკა მანიანელი

“კროტონე” – “ვერონა” 0:0 (0:0)

კროტონე, “ეციო შიდა”

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; სამპრისი, კაბრერა, აჯეტი, მარტელა; ფარაონი (კროჩიატა 77), ბარბერისი, მანდრაგორა, სტოიანი (კრაგლი 68); ტროტა (ნვანკვო 82), ბუდიმირი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“ვერონა” (4-3-3): ნიკოლასი; რომულო, ფერარი, კასერესი, სუპრაიენი; ბესა, ბუჩელი (ძაკანი 78), ძუკულინი; ჩერჩი (პეცინი 63), ფარეში (ვალოტი 73), ვერდე

მწვრთნელი: ფაბიო პეკია

გაფრთხილება: სტოიანი (38) – ბუჩელი (36), ფარეში (52), ბესა (90), ძაკანი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 6 (1) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მარკო გუიდა

“ნაპოლი” – “ატალანტა” 3:1 (0:1)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი (როგი 74), ჟორჟინიო (დიავარა 66), ჰამშიკი (ალანი 58); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, პალომინო, მაზიელო; ჰატებური (კორნელიუსი 80), კრისტანტე (კურტიჩი 63), ფროილერი, გუსენსი; ილიჩიჩი; პეტანია (დე რუნი 46), გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 კრისტანტე (15), 1:1 ზიელინსკი (56), 2:1 მერტენსი (61), 3:1 როგი (87)

გაფრთხილება: კულიბალი (54) – კურტიჩი (77), დე რუნი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 10 (6) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 9:6 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მარკო დი ბელო

“ფიორენტინა” – “სამპდორია” 1:2 (0:2)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

“ფიორენტინა” (4-2-3-1): სპორტიელო; ტომოვიჩი (გასპარი 46), ასტორი, პეცელა, ბირაგი; ვერეტუ, ბადელი; ბენასი (ბაბაკარი 75), ეისერიჩი (ჟილ დიასი 20), კიეზა; სიმეონე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; სალა (ბერეშინსკი 68), სილვესტრე, რეჯინი, მურუ (ფერარი 56); ბარეტო, ტორეირა, პრატი; რამირესი (ალვარესი 76); კაპრარი, კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 0:1 კაპრარი (32), 0:2 კვალიარელა (35, პენ), 1:2 ბადელი (50)

გაფრთხილება: ტომოვიჩი (29), ბადელი (30), კიეზა (88) - პრატი (2), სილვესტრე (80), ტორეირა (90), კვალიარელა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (14) – 8 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 14:5 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

“მილანი” – “კალიარი” 2:1 (1:0)

მილანი, “სან სირო”

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კონტი, მუსაკიო, ბონუჩი, როდრიგესი; კესიე, მონტოლივო, ჩალჰანოღლუ (ბილია 63); სუსო, კუტრონე (კალინიჩი 78), ბორინი (ანტონელი 90)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“კალიარი” (4-3-1-2): კრანიო; პადოინი (ფარაგო 83), ანდრეოლი, პისაჩენე, კაპუანო; იონიტა, ჩიგარინი, ბარელა; ჟოაო პედრო (ჩოპი 76); ფარიასი (კოსუ 86), საუ

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლები: 1:0 კუტრონე (10), 1:1 ჟოაო პედრო (56), 2:1 სუსო (70)

გაფრთხილება: კესიე (55), მონტოლივო (89) - ჟოაო პედრო (18)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 12 (7) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ლუკა პაირეტო

თეგებისერია A
0.432266