ჭიდაობა

21:59 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია (+VIDEO)

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გორელმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქეთის სახელის მოასპარეზე, ევროპის სამგზის ჩემპიონი ჩინგისხან ერდოღანი 3:0 დაამარცხა.

ხინჩეგაშვილმა ტურნირი ორი გამარჯვებით დაიწყო. ლადომ ჯერ პალაუს წარმომადგენელი, შემდეგ კი მონღოლი დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველმა მეოთხედფინალში რუსი გაჯიმურად რაშიდოვის ბარიერი ვერ დაძლია დარექეშაჟში გადაერთო, სადაც ამერიკელი ჯეფრი სტიებერი იოლად დაამარცხა.

0.12324