საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია იტალიასთან არ ითამაშებს. მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, თოკო დღეს დაისვენებს.
შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარე აკროპოლისის თასის გათამაშება მის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიგო და მთავარ ჯილდოს მიიღებს, მანამდე კი იტალიელებს დაუპირისპირდება. მატჩის დასაწყისი - 19:45.







