ჩოგბურთი

12:49 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კასილასმა რაფას მიულოცა

“პორტუს” მეკარემ იკერ კასილასმა ტვიტერის პირად გვერდზე რაფაელ ნადალს მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე გადასვლა მიულოცა.

“ძველი როკერი არასოდეს მოკვდება, გილოცავ რეიტინგის ლიდერობას. შენ ყოველთვის დაუღალავად შრომობ და შედეგიც სახეზეა”- განაცხადა კასილასმა.

შეგახსენებთ, რომ ნადალი მადრიდის “რეალს” გულშემატკივრობს და როგორც იცით, კასილასი წლების განმავლობაში “სამეფო კლუბის” მეკარე გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11169