ფეხბურთი

17:46 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურების მეკარე-აღმოჩენა - ლევან შოვნაძე

რაც ეროვნული ლიგა განახლდა, ბათუმის "დინამოს" კარში ლევან შოვნაძე დგას და ეფექტურადაც თამაშობს. მაგალითად, წინა თვის ხუთ საუკეთესო "სეივს" შორის, ორი შოვნაძისა იყო - ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა. უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი წლეულს ივლისში შედგა თბილისის "ლოკომოტივთან" 1:0 მოგებულ შეხვედრაში.

განვლილ ხუთ ტურში შეცდომებიც ჰქონდა, თუმცა 19 წლისაა და ალბათ, სტაბილურობაც ნელ-ნელა მოუვა. აქვე, ჩვენი ინტერვიუ შოვნაძესთან:

- თავიდან დავიწყოთ, ფეხბურთში პირველი ნაბიჯებით.

- 7 წლის ვიყავი, როცა ბათუმის ბავშვთა გუნდში, "არდაგანში" მივედი. 7 წელი ამ გუნდში ვიყავი, მერე თბილისის "დინამოს" აკადემიაში წამიყვანა ესპანელმა ანდრეს კარასკომ. აკადემიდან ჭაბუკთა ლიგაში, მერე კი დუბლებში მოხვდი, "ბენდელას თასი" მოვიგეთ და ტურნირის საუკეთესო მეკარედ დამასახელეს. საბოლოოდ, თბილისის "დინამოში" მაინც ვერ ამეწყო საქმე. დავბრუნდი ბათუმში, ცოტა ხანს ხელვაჩაურის "მაჭახელაშიც" ვიყავი და ახლა ისევ ბათუმის "დინამოში" ვარ.

- მეკარეობა ბევრ ბავშვს არ იზიდავს. შენს შემთხვევაში როგორ იყო?

- ჩემი არჩევანი არ ყოფილა. "არდაგანში" თავიდან ერთი წელი წინ ვთამაშობდი. 8 წლის ვიყავი, როცა მწვრთნელმა ზაურ პატარაიამ მითხრა, მაღალი ხარ და მოდი, კარში ჩადექიო. მის გარდა, "არდაგანში" ბადრი ცისკარაძეც მწვრთნიდა.

- სეზონის პირველ ნახევარში არ თამაშობდი, საკმაოდ გვიან მოგიწია დებიუტი.

- ბათუმის "დინამოში" მწვრთნელი შეიცვალა, მენდნენ და ღმერთის წყალობით, პირველ თამაშში, "ლოკომოტივთან" კარგად დავდექი. დაძაბული თამაში იყო, მეტოქეს ბევრი შანსი ჰქონდა და კიდევ კარგი, რაიმე განსაკუთრებული შეცდომა არ დავუშვი. პირველი გასვლითი მატჩი კი გორში მომიწია "დილასთან". იქ შევცდი, თუმცა ვატყობ, რომ ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ. მწვრთნელმაც მითხრა, რომ ეს შეცდომები უფრო გამოუცდელობის ბრალი იყო.

- სტაბილურობის შემთხვევაში, არც 21-წლამდელთა ნაკრები იქნება შორს. ყველაზე მეტად რა გაქვს დასახვეწი?

- გამოსვლებზე თამაში უნდა გამოვასწორო. ნაკრებს რაც შეეხება, ჯერ არ ვიცი, რა იქნება: ისე კი, ახალგაზრდულ ნაკრებზე მეც გავიგე. ჯერ მხოლოდ საუბრის დონეზე.

- მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ ვის მიიჩნევ?

- დღესდღეობით, დავიდ დე ხეას. მანამდე კი, იკერ კასილიასს. "რეალის" გულშემატკივარი ვარ... ესპანელები დავასახელე, მაგრამ ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო სამეკარეო სკოლა გერმანელებს აქვთ. ამ შემთხვევაში, მეკარეების პოზიციურ თამაშს ვგულისხმობ.

სამტრედია   2 - 2    დილა

შემადგენლობა

მოვლენები

შუქურა   1 - 2    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   1 - 0    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   1 - 2    კოლხეთი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   0 - 1    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.235472