ფეხბურთი

22:12 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძის გოლი და პასი ფინეთში

ირაკლი სირბილაძემ ფინეთის ჩემპიონატში გოლი და საგოლე პასი მიითვალა. kpv-ის 34 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გრიფკ-თან შეხვედრაში (3:0) იმარჯვა. სირბილაძის გუნდი მეორე ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება.

ირაკლი ამჟამად რანგით მეორე ლიგაშია, თავის დროზე კი ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც იყო. როცა ტურკუს "ინტერში" თამაშობდა.

რუსულ პრემიერლიგაში ჯიმი ტაბიძის "უფამ" სტუმრად 1:1 ითამაშა მოსკოვის "დინამოსთან". ტაბიძე კვლავაც შეუცვლელად გაისარჯა. "უფა" მეშვიდე ადგილზეა.

პოლონეთში "პლოცკმა" შინ 0:1 წააგო ჩემპიონ "ლეგიასთან". პლოცკელთა შორის გიორგი მერებაშვილმა სრულად ითამაშა, ყველაზე მეტ ხიფათსაც სწორედ ის უქმნიდა ვარშაველებს.

0.140592