ფეხბურთი

11:51 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაკოს მეორე გოლი MLS-ში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების და "სან ხოსე ერსქვიკსის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში მეორე გოლი გაიტანა. ქართველმა ლეგიონერმა "ფილადელფიასთან" დაპირისპირებაში ანგარიში მესამე წუთზე გახსნა, საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა.

ყაზაიშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო და შვიდჯერ შეეცადა კარის დალაშქვრას. ქართველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. ვაკომ ამერიკაში მეორე გოლი გაიტანა, პირველად ქართველმა თავი სადებიუტო შეხვედრაში "ნიუ იორკ რედ ბულსთან" გამოიჩინა.

0.114