ფეხბურთი

1:57 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტების ადვილი დასაწყისი (+VIDEO)

იტალიის სერია A დაიწყო – ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებად “იუვენტუსი” და “ნაპოლი” სახელდებიან: ორივემ ისეთი სტარტი აიღო, როგორც ეს ფავორიტებს შეეფერებათ.

სეზონი ტურინში, “იუვენტუსისა” და “კალიარის” შეხვედრით გაიხსნა. ბევრი ფიქრობს, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდის ოქროს ხანა წარსულს ჩაბარდა, თუმცა სარდინიელებთან ეს ყოველივე არ გამართლდა. რა თქმა უნდა, ძნელია “კალიარის” გამო “იუვენტუსის” რეალურ სახეზე ვისაუბროთ ამ სეზონში, მაგრამ ფაქტია, “იუვე” ისეთივე ლაღი გახლდათ, როგორც ბოლო წლებში.

ანაგრიში მალევე გაიხსნა: სტეფან ლიხშტაინერის გადაცემას მარიო მანჯუკიჩი გამოეხმაურა – 1:0. თითქოს, გატანილმა გოლმა მასპინძლები დაამშვიდა და კარგა ხანი არ შეუტევია. პირველი ტაიმის ბოლოსკენ კი 10 წუთიანი მონაკვეთი იყო, როდესაც სტუმრები მოედანს დაეპატრონენ და გათანაბრებაც შეეძლოთ. ჯიჯი ბუფონმა ორჯერ რთული ბურთი მოიგერია, ხოლო ჩოპმა ცარიელ კარს ააცილა. 38-ე წუთზე კი იტალიის ჩემპიონატში ისტორიული ფაქტი მოხდა – ალექს სანდრომ ჩოპს ფეხი მიარტყა, მაგრამ მატჩის მთავარ მსაჯს ეპიზოდი შეუმჩნეველი დარჩა და კუთხური დანიშნა. მაგრამ, საქმეში ვიდეო რეფერი ჩაერია და... თერთმეტრიანიც დაინიშნა. ვიდეო რეფერის კი სერია A-ში პირველად გამოიყენეს. პენალტი დიეგო ფარიასმა დაარტყა, მაგრამ ბუფონმა აუღო. სხვათა შორის, ჯიჯიმ იტალიის ჩემპიონატში ბოლო სამი პენალტიდან ორის მოგერიება შეძლო. მატჩის შემდეგ კი, ალეგრიმ კაპიტანი შეაქო: საბედნიეროდ, ჩვენს კარს ჯიჯი ბუფონი იცავსო...

სწორედ ამ ეპიზოდმა გამოფხიზლდა “იუვე” და დარჩენილი დრო შეტევებში გაატარა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი, ულამაზესი გოლი გავიდა: მირალემ პიანიჩმა საოცარი პასით პაულო დიბალა მეკარეს პირისპირ შეჰყარა – 2:0. თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. მეორე ტაიმში წერტილი გონსალო იგუაინმა დასვა. “ბებერ ქალბატონს” ისედაც ბევრი მომენტი ჰქონდა. განსაკუთრებით დიბალას, მაგრამ რამდენჯერმე ლამაზი გოლის გასატანად მცირედი დააკლდა. მოკლედ, ჩემპიონმა ჩემპიონურად დაიწყო და ვნახოთ როგორ გააგრძელებს.

ნაკლებ ეფექტურად არც “ნაპოლის” უთამაშია. მაურიციო სარის გუნდმა საერთოდ საგარეო შეხვედრაში მოიგო ისე, რომ კითხვის ნიშანი არც დაუტოვებია. “ვერონამ” მრისხანე მეტოქეს ოდენ ნახევარი საათი გაუძლო, შემდეგ კი კაპიტულაცია გამოაცხადა. ანგარიში სუპრაინეის ავტოგლით გაიხსნა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ლორენცო ინსინიეს ჩინებული მოქმედება არკადიუშ მილიმა დაუფასა და ერთი შეხებით შეაგდო – 0:2. იგივე სცენარი იყო მეორე ტაიმშიც: “ნაპოლი” უტევდა, “ვერონა” უძლური გახლდათ. საბოლოოდ კი, გუნდებმა გოლები გაცვალეს ანტრაქტის მერე: ფაუზი გულამის გოლს თამაშის ბოლოს ჯამპაოლო პაცინიმ პენალტით უპასუხა.

“ნაპოლიმ” სეზონი დამაჯერებლად დაიწყო და ასე თუ გააგრძელებს თამამად შეგვიძლია სკუდეტოს მაძიებელ ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მივიჩნიოთ.

კვირას კი სეზონს “მილანი”, “ინტერი” და “რომაც” გახსნიან – ინტერესი ამ გუნდების მიმართაც დიდია...

“იუვენტუსი” – “კალიარი” 3:0 (2:0) VIDEO

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი, მარკიზიო (ხედირა 62), კუადრადო (დუგლას კოშტა 74), დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი (მატუიდი 71)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“კალიარი” (4-3-1-2): კრანიო; პადოინი (ჟოაო პედრო 63), ანდრეოლი, პისაჩენე, კაპუანო; ფარაგო, ჩიგარინი (დესენა 82), იონიტა; ბარელა; ფარიასი, ჩოპი (საუ 81)

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (12), 2:0 დიბალა (45), 3:0 იგუაინი (66)

გაფრთხილება: ლიხშტაინერი (77)

გამოუყენებელი პენალტი: ფარიასი (39, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 5 (2) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ფაბიო მარესკა

“ვერონა” – “ნაპოლი” 1:3 (0:2) VIDEO

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 20 000

“ვერონა” (4-3-3): ნიკოლასი; ფერარი, კასერესი, ჰერტო (ვალოტი 86), სუპრაიენი; რომულო, ბუჩელი, ძაკანი (ფარეში 64); ბესა, ჩერჩი (პაცინი 72), ვერდი

მწვრთნელი: ფაბიო პეკია

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი (ალანი 66); კალეხონი (ჯაკერინი 73), მილიკი (მერტენსი 61), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 სუპრაიენი (32, ა.გ), 0:2 მილიკი (39), 0:3 გულამი (62), 1:3 პაცინი (83, პენ)

გაფრთხილება: ჰერტო (74), რომულო (90) - ჰისაი (51), ჯაკერინი (90)

გაძევება: ჰისაი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 20 (12) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: მიშელ ფაბრი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11542