28 წლის ამერიკელმა გამოცდილმა ფორვარდმა ენტონი რენდოლფმა სლოვენიის მოქალაქეობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ევრობასკეტ-2017-ზე ბალკანელთა რიგებში ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას talkbasket.net-ი ავრცელებს.
რენდოლფი ამჟამად მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავს, იქამდე კი ნბა-ს არაერთ გუნდში უთამაშია, (გოლდენ სტეიტი”, ნიუ იორკ ნიქსი”, “მინესოტა ტიმბერვულვზი”, “დენვერ ნაგეტსი”).
განვლილ სეზონში, ენტონი ევროლიგაზე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 10.2 ქულას და 5.1 მოხსნას აკეთებდა.







