ფეხბურთი

13:29 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე "ფიორენტინაში" გადავიდა

ფლორენციის “ფიორენტინამ” “ჯენოას” არგენტინელი თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე გაიფორმა. ამის შესახებ “იების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 22 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო “ჯენოამ” მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მიიღო, რასაც მომავალში 3 მილიონი ევრო დაემატება ბონუსის სახით.

მოგეხსენებათ, ჯოვანი დიეგო სიმეონეს ვაჟი გახლავთ. იგი “ჯენოას” გასულ ზაფხულს შეუერთდა “რივერ პლეიტიდან” და თავი კარგად წარმოაჩინა – 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

ჯოვანი სიმეონე “ფიორენტინაში” ხორვატ ნიკოლა კალინიჩს შეცვლის, რომელიც “მილანში” გადასვლასთან ახლოსაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112311