ფეხბურთი

21:46 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ბაკა გაანათხოვრა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი კარლოს ბაკა მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ვილიარეალში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბაკა "მილანში" "სევილიადან" 2015 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 76 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. 30 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

0.113216