ფეხბურთი

12:07 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისში სატრანსფერო ვადას ცვლიან

ინგლისის პრემიერლიგის კლუბების მფლობელები სატრანსფერო დროის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად7 სექტემბერს შეიკრიბებიან. ბრიტანული გამოცემების ცნობით, მომავალი წლიდან ინგლისში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისა და ახალწვეულების დარეგისტრირების ვადა ჩემპიონატის განახლებამდე დასრულდება.

ეს პროექტი შემუშავებულია და როგორც ირკვევა, პრემიერლიგის კლუბების უმრავლესობა, მათ შორის წამყვანი კლუბები, მის დამტკიცებას მხარს უჭერს. არიან მოწინააღმდეგეებიც, თუმცა ისინი უმცირესობაში იმყოფებიან.

ამ ზაფხულს ფეხბურთელთა სარეგისტრაციო პერიოდი, როგორც აქამდე, 31 აგვისტოს დასრულდება, ანუ პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ. ეს სიტუაცია კი მწვრთნელთა უმრავლესობას არ მოწონს. სწორედ რეფორმების საკითხზე იმსჯელეს პრემიერლიგაში დასაქმებულმა სპეციალისტებმა გასულ კვირაში გამართულ შეხვედრაზე.

ახალი წესის დამტკიცების შემთხვევაში, ინგლისური კლუბები ახალწვეულთა დარეგისტრირებას სეზონის დაწყების შემდეგ ვეღარ შეძლებენ, თუმცა სხვა ქვეყნებში ფეხბურთელთა გაყიდვის უფლება დარჩებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11123