ფეხბურთი

16:20 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

MLS: ვილიას მორიგი შედევრი (+VIDEO)

ამერიკულ MLS-ში მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა დავიდ ვილიამ. "ნიუ იორკ სიტიმ" სტუმრად 2:0 აჯობა "ლოს ანჯელეს გელაქსის", ესპანელმა კი საჯარიმოს მისადგომებთან ორი მეტოქე მოატყუა და ჩახვეული დარტყმით ცხრიანში დაარტყა. ვილიამდე, ჯონათან ლუისმა მიითვალა გოლი.

როგორც იცით, ვილია რეკორდსმენია ნაკრებში გატანილი გოლების მხრივ - 59 გოლი 97 მატჩში.

"ელ გუახე" 35 წლისაა. მან წინა ტურში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საუცხოო ფორმაშია. "ნიუ იორკ სიტი" დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, ვილია კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 17 გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112413