ფეხბურთი

23:11 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრწყინვალე სხირტლაძე - დუბლი და საგოლე პასი დანიაში (VIDEO)

დიდებული დღე ჰქონდა დანიური “სილკებორგის” ქართველ ლეგიონერ დავით სხირტლაძეს – 24 წლის თავდამსხმელმა დანიის სუპერლიგის მეხუთე ტურის მატჩში “ჰელსინგორს” ორი გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. მისმა გუნდმა საბოლოოდ 4:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში 6 ქულას მოუყარა თავი.

რაც შეეხება უშუალოდ დავითს – ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, როდესაც მეკარის შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა, ზუსტად 14 წუთში ქართველმა დუბლი შეასრულა – ამჯერად თავით შეაგდო. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი, ჭკვიანური და დროული პასით მეკარეს პირისპირ სკოვი შეატოვა და თანაგუნდელმაც გარჯა დაუფასა. საბოლოოდ დუბლი და საგოლე გადაცემა. სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 74-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევის ანგარიშზე 5 შეხვედრა, 2 გოლი და 2 საგოლე პასია.

0.111443