ფეხბურთი

12:04 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი კარს ყინულზეც იცავს (VIDEO)

ლონდონის “არსენალის” მეკარემ პეტრ ჩეხმა ჩეხური ჰოკეის ლეგენდის მარტინ ჰავლატის პატივსაცემად მოწყობილ ჰოკეის მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჩეხურ ქალაქ ბრნოში გამართულ თამაშში ფეხბურთელმა ტრიბუნების ოვაციების ფონზე დაიკავა ყინულის მოედანზე კარში ადგილი და შეხვედრის სტარტზე რამდენიმე ეპიზოდში შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა. მართალია ჩეხის კარში სამჯერ აღმოჩნდა შაიბა, თუმცა აჩვენა, რომ კარის დაცვა ყინულზეც შეუძლია.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ დილით “არსენალში” ვარჯიშის შემდეგ გაემგზავრა სამშობლოში ჰოკეის სათამაშოდ, დღეს უკვე ლონდონელთა განკარგულებაში იქნება და მწვანე მოედანს დაუბრუნდება.

პეტრ ჩეხის გუნდი დღეს პრემიერლიგის ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრას “ლესტერის” წინააღმდეგ გამართავს.

თეგებიპეტრ ჩეხი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112333