ფეხბურთი

23:36 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიამ "რუბინს" ბოლო წუთზე გაუტანა (+VIDEO)

რუსული პრემიერლიგის მეხუთე ტურში კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა სოლომონ კვირკველიამ. მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა მცველმა 92-წუთზე გოლი გაუტანა ყაზანის "რუბინს" და გუნდი მარცხისგან იხსნა - 1:1.

კვირკველიამ გაუტანა "რუბინს"... თავის ყოფილ გუნდს, სადაც დაიწყო პროფესიული კარიერა და სადაც იქცა კიდეც რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ რჩეულ მცველად. თუმცა შარშანდლი წლიდან მოყოლებული, არ აფასებდნენ და წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებოდა კვირკველიას ეს გოლი.

"ლოკომოტივი" მეორე ადგილზეა და მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება ლიდერ "ზენიტს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118719