ფეხბურთი

12:13 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” გულშემატკივრები ნეიმარის მაისურებს წვავენ (+VIDEO)

კატალონიური “ბარსელონას” გულშემატკივართა დიდი ნაწილი ნეიმარს “პარი სენ ჟერმენში” გადასვლის გამო მოღალატედ მიიჩნევს და მის ტრანსფერს სხვადასხვა ფორმით აპროტესტებს. ფანებმა სოციალურ ქსელებში ფართომასშტაბიანი აქცია წამოიწყეს და წვავენ მაისურებს, რომლებზეც ბრაზილიელი ფეხბურთელის გვარია გამოსახული.

ჯერ კიდევ ტრანსფერის ოფიციალურად გაფორმებამდე, “ბარსას” ფანების ჯგუფმა “კამპ ნოუს” სიახლოვეს ნეიმარის პლაკატი გამოფინა წარწერით - “დაქირავებული მებრძოლების ადგილი “ბარსელონაში” არაა”...

შეგახსენებთ, “ბარსელონადან” პსჟ-ში ნეიმარის ტრანსფერი, ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და განსჯის შემდეგ, ხუთშაბათს განხორციელდა და მისმა ღირებულებამ სარეკორდო თანხა, 222 მილიონი ევრო შეადგინა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ხელშეკრულების თანხმად, ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება.

Loading...
სტატისტიკა
0.27241