ფეხბურთი

12:51 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილას" "ბაზისბანკი“ უსპონსორებს

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გორის "დილას" სპონსორი "ბაზისბანკი" გახდა. როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, ერთწლიან ხელშეკრულებას ხუთშაბათს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გორის "დილას" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ და "ბაზისბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან გარდაფხაძემ მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, ამიერიდან, ერთი წლის განმავლობაში, "ბაზისბანკის" ლოგო "დილას" მაისურზე და მასპინძლის რანგში გამართულ მატჩების სარეკლამო დაფებზე განთავსდება. თანამშრომლობის ფინანსური დეტალები ოფიციალურად არ დასახელებულა.

სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალის დასრულების შემდეგ გიორგი ჯოხაძემ ლევან გარდაფხაძეს სიმბოლური საჩუქრები, "დილას" სათამაშო ფორმა და ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი ბურთი გადასცა, რის შემდეგაც სპონსორმა და გუნდმა ერთიანი, სიმბოლური ფოტო გადაიღეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13495