კალათბურთი

11:16 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წინასამატჩო ვარჯიში და კომენტრები (VIDEO)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, ლიტვის საერთაშორისო ტურნირზე, ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს. მეორე ნახევარფინალში პოლონეთი და ლიტვა ითამაშებენ. ფინალი შაბათს 20:30 საათზე დაიწყება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი - 17:45-ზე.

საქართველოსა და ლატვიას დიდი ხნის მეტოქეობის ისტორია აქვთ. ბოლო დროს ამხანაგურადაც ბევრს ვთამაშობთ და ოფიციალურადაც. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, რიგაში საკონტროლო მატჩისას დამყარდა საქართველოს ნაკრების აბსოლუტური რეკორდი - ზაზა ფაჩულიამ 42 ქულა ჩააგდო. 2012 წელს, ასევე რიგაში გამარჯვებით (73:70) ევრობასკეტი 2013-ის საგზური მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრები ტურნირს დანაკლისით ხვდება: ზაზა ფაჩულია ამერიკაშია, ვიქტორ სანიკიძე - ტრავმირებული და ევრობასკეტზეც არ იქნება, ხოლო ბექა ბურჯანაძე გუნდთან ერთადაა, მაგრამ ლატვიასთან ვერ ითამაშებს. ბექა ამ ეტაპზე მსუბუქად ვარჯიშობს, სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს და იმედია, ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ჩვენს მეტოქესაც სერიოზული დანაკლისი აქვს. იანის ბერზინსს ოპერაცია დასჭირდა, სანანტონიოელი დავის ბერტანსი ლატვიაში დარჩა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ხოლო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი კრისტაპს პორზინგისი NBA-მ სამხრეთ აფრიკაში კემპზე მიავლინა. იგი აინარს ბაგაცკისის გუნდს კემპიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდება.

საქართველოს ნაკრებმა გუშინ "შვიტურიუ არენაზე" ივარჯიშა. ეს ის დარბაზია, სადაც ჩვენი გუნდის დებიუტი შედგა ევრობასკეტზე. 2011 წელს ევროპის ჩემპიონატს ლიტვა მასპინძლობდა და იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა კონტინენტურ პირველობაზე. სწორედ კლაიპედაში მოუწია საქართველოს 2011 წელს თამაში და მაშინ ქართველებმა ჯგუფური ეტაპი დაძლიეს.

ილიას ზუროსმა გუნდი ძირითადად სათამაშო ტაქტიკაზე ავარჯიშა. ის კომბინაციები, რომლებსაც მოსამზადებელ პერიოდში ამუშავებდნენ, ქართველმა კალათბურთელებმა გუშინდელ ვარჯიშზე უკვე დახვეწილად გაათამაშეს. მატჩის დღეს საქართველოს ნაკრები არ ივარჯიშებს. დილას მხოლოდ რამდენიმე კალათბურთელი მიაკითხავს "შვიტურიუ არენას" და სროლებში ივარჯიშებს.

ლატვიის ნაკრების შემადგენლობა

არტურს აუსეჟსი (ლიეპაია), დავის ლეჟასმეიერსი (კინგსი, შვედეთი), იანის ბლუმსი (ვეფ რიგა), დაირის ბერტანსი უკანახაზელი (დარუშაფაკა, თურქეთი), იანის ტიმა (ზენიტი, რუსეთი), როლანდს შმიტსი (ფუენლაბრადა, ესპანეთი), კრისტაპს იანიჩენოკსი (ვენტსპილსი), აიგარს შკელე (ვენტსპილსი), ილია გრომოვსი (ვეფ რიგა), ანდრეის გრაჟულსი (ვენტსპილსი), ჟანის პეინერსი (პაოკ, საბერძნეთი), მარტინს მეიერსი (ვეფ რიგა)

მწვრთნელი: აინარს ბაგაცკისი

ყველა მატჩი საქართველოსა და ლატვიას შორის

ევრობასკეტი-1999

შესარჩევი

25.02.1998. ვენტსპილსი

ლატვია-საქართველო 99:63

24.02.1999. თბილისი

საქართველო-ლატვია 96:98

ევრობასკეტი 2013

შესარჩევი

24.08.2012. თბილისი

საქართველო-ლატვია 79:76

08.09.2012. რიგა

ლატვია-საქართველო 70:73

ამხანაგურად

27.08.2008

ლატვია-საქართველო 72:80

22.08.2011

ლატვია-საქართველო 79:83

ფაჩულია: 42 ქულა

24.08.2011

ლატვია-საქართველო 84:73

15.08.2015

საქართველო-ლატვია 78:76

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11044