ფეხბურთი

21:15 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერმა ვარჯიში განაახლა

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მეკარემ მანუე ნოიერმა ფეხის ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და მთელი დატვირთვით ივარჯიშა. აღნიშნული ინფორმაცია "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფეხბურთელმა ფეხის დაზიანება აპრილში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. ნოიერმა გასულ სეზონში 40 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 25 გოლი და 20 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.115792