ფეხბურთი

21:21 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუმ თურქეთის ნაკრები ჩაიბარა

72 წლის რუმინელი სპეციალისტი მირჩა ლუჩესკუ თურქეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა. როგორც თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ლუჩესკუ 4 აგვისტოს 2+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს. რუმინელმა აღნიშნულ პოსტზე ფათიხ თერიმი შეცვალა.

ლუჩესკუ თურქულ ფეხბურთს იცნობს. მირჩა წლების გამავლობაში “გალათასარაის” და “ბეშიქთაშს” წვრთნიდა და ქვეყნის ჩემპიონი ორივე გუნდი გახადა. 2004 წელს რუმინელმა “შახტარი” ჩაიბარა და გუნდს 2009 წელს უეფას თასი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108718