კალათბურთი

18:22 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამზადისი კლაიპედაში (VIDEO)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ლიტვური შეკრება გრძელდება. ქალაქ კლაიპედაში 31 ივლისს ჩასული ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 4-5 აგვისტოს გაიმართება.

მანამდე კი ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები კლაიპედის უნივერსიტეტის დარბაზში ვარჯიშობს. მწვრთნელი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს კომბინაციებზე და იმ ტაქტიკას არჩევს, რომელსაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დაეყრდნობა. დღევანდელმა ვარჯიშმაც კომბინაციის გათამაშებაში ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ლიტვის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში 4 აგვისტოს ლატვიას შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში ლიტვა და პოლონეთი ითამაშებენ. ლატვიასთან შეხვედრა თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10561