ჩოგბურთი

18:20 | 1.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა კორტს გამარჯვებით დაუბრუნდა

მსოფლიო რეიტინგის 171-ე ნომერმა რუსმა მარია შარაპოვამ სტენფორდის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. მარიამ ამერიკელი ჯენიფერ ბრედი 6:1, 4:6, 6:0 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათს და 4 წუთს გაგრძელდა.

ტურნირის 1/8-ფინალში შარაპოვას მეტოქე უკრაინელი ლესია ცურენკო იქნება, მატჩი 2 აგვისტოს თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.

შარაპოვა ტურნირზე “ველური ბარათის” წყალობით თამაშობს, რომელიც ტურნირის ორგანიზატორებმა რუსს მისცეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112979