კალათბურთი

18:18 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიტვაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა კლაიპედას უნივერსიტეტის დარბაზში ივარჯიშა (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიიდან ლიტვაში გუშინ, გვიან ღამით ჩაფრინდა და კლაიპედას LCC უნივერსიტეტის დარბაზში ივარჯიშა. მოთამაშეებმა ძირითადად ტრენაჟორებზე ივარჯიშეს, რათა ავსტრიიდან ლატვიის გავლით მგზავრობის შემდეგ სხეული ტონუსში მოეყვანათ და საღამოს ვარჯიშს მომზადებულნი შეხვედროდნენ.

უნივერსიტეტის სატრენაჟოროდან ნაკრების წევრებმა დარბაზში გადაინაცვლეს და სროლებში ივარჯიშეს. კალათბურთელებს დილის ვარჯიშზე მთავარი მწვრთნელი არ გაჰყოლია: გუნდი გიორგის ვავეცისმა და იურიცა გოლემაცმა მოამზადეს.

ნაკრების 14 კალათბურთელიდან მხოლოდ ბექა ბურჯნაძეა, რომელიც გუნდთან სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს, თუმცა ექიმების განცხადებით რამდენიმე დღეში ის მწყობრში ჩადგება. საღამოს საქართველოს ეროვნული ნაკრები „კლაიპედოს არენაზე“ ივარჯიშებს, სადაც 4 და 5 აგვისტოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

4 გვისტოს საქართველო ტურნირის ნახევარფინალში ლატვიის ეროვნულ გუნდს შეხვდება, რომელსაც ნბა-ს ამომავალი ვარსკვლავი კრისტაპს პორზინგისიც ჰყავს და ძმები - დავიდ და დიარის ბერტანსებიც. მეორე ნახევარფინალში ლიტვა პოლონეთს შეხვდება, გამარჯვებულები 5 აგვისტოს ფინალში ითამაშებენ, ხოლო დამარცხებულები მე-3 ადგილს გაითამაშებენ.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115883