კალათბურთი

10:55 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა ბრინჯაო C დივიზიონში

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ბრინჯაოსმედალოსანია.

გიბრალტარში დასრულებულ 7 ქვეყნის ტურნირში საქართელომ მე-3 ადგილი დაიკავა. ნინო ყოფშიძისა და შოთაიაქაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მე-3 ადგილისთის მატჩი უელსს 66:45 მოუგო.

მატჩის გმირი გახდა და ტურნირის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა ჩვენი გუნდის უკანახაზელი, მარიამ ოქროპირიძე, რომელმაც უელსელებს 32 ქულა ჩაუგდო. მის გარდა ქართველებისგან არავის მიუღწევია 10-წულიან ზღვრამდე.

შეგახენებთ, რომ გასულ, 2016 წელს საქართველომ 16-წლამდელთა ნაკრებმა C დივიზიონი მოიგო, თუმცა იმ გუნდის უმეტესობა ასაკით მაღლა, 18-წლამდელებში გადავიდა და წლეულს საქართველოს ეს ასაკობრივი ნაკრები B დივიზიონში იასპარეზებს, რომელსაც 4-13 აგვისტოს ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი უმასპინძლებს.

უელსი - საქართველო 45:66 (სტატისტიკა)

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164047