ფეხბურთი

10:28 | 30.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია (+VIDEO)

"პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის სუპერთასის მატჩში ქვეყნის ჩემპიონი "მონაკო" 2:1 დაამარცხა. პსჟ-მ აღნიშნული ტიტული მეშვიდედ მოიპოვა, ხოლო ზედიზედ მეხუთედ შეძლო სუპერთასის მოპოვება.

შეხვედრაში ანგარიში ჯიბრილ სიდიბემ გახსნა და პირველი ტაიმი "მონაკომ" მოიგო. მეორე ნახევარში დანი ალვეშმა გაათანაბრა, ეს ბრაზილიელისთვის პარიზული გუნდის მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში პირველი გოლი იყო, 63-ე წუთზე კი სამხრეთამერიკელმა ამჯერად საგოლე გადაცემა შეასრულა და თავი ადრიენ რაბიომ გამოიჩინა.

0.115476