ფეხბურთი

18:20 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას პასით ტაბიძემ ავტოგოლი გაიტანა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში ერთმანეთს ქართველები დაუპირისპირდნენ – გიორგი ჭანტურიას “ურალმა” ეკატენინბურგში ჯემალ ტაბიძის “უფა” მიიღო. მასპინძლები მთელი თამაში აგებდნენ, მაგრამ 88-ე წუთზე გატანილი გოლით ქულა გადაარჩინეს – 1:1.

“ურალის” გოლში კი ჩვენებურების უდიდესი წვლილია: ჭანტურიამ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო იქ ყველა ბალაჟიჩმა დაასწრო, თუმცა გზად ბურთი ტაბიძეს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. მოკლედ, ჭანტურიამ საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ტაბიძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ – ავტოგოლი.

საგულისხმოა, რომ სხვა და სხვა გამოცემების ვერსიით გოლი ბალაჟიჩს ჩაეწერა, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ავტოგოლი ჯემალ ტაბიძის ანგარიშზე ჩაწერა...

ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო ჭანტურიამ 74-ე წუთიდან ითამაშა. მოგეხსენებათ, გიორგი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს წინა ტურში გამარჯვების გოლით დაუბრუნდა, ამჯერად კი საგოლე გადაცემას დასჯერდა.

"უფასა" და "ურალს" სამი ტურის შემდეგ 5-5 ქულა აქვთ და წაუგებლად ასპარეზობენ.

0.117957