ფეხბურთი

21:20 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის მორიგი მარტივი სამი ქულა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტური მოქმედი ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის თამაშით გაიხსნა. სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძის” სტადიონზე ადგილობრივმა გუნდმა საჩხერის “ჩიხურას” ადვილად მოუგო და მესამე წრეში უდანაკარგოდ ასპარეზობს.

გია ცეცაძის შეგირდთა უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა და საბოლოოდ დაფიქსირებული ანგარიში სრულად ასახავდა მოედანზე მიმდინარე მოვლენებს. მატჩი ახალი დაწყებული იყო გოლი რომ გავიდა – “სამტრედიამ” მარცხენა ფლანგიდან კარგად შეუტია, რასაც დავით რაჟამაშვილის გოლი მოჰყვა. მასპინძლებს პირველ ტაიმში კარგი შანსი მიეცათ ანგარიშის გაზრდის, თუმცა ინტერს გიიმ პენალტი ვერ გაიტანა – დინო ჰამზიჩმა კუთხეც გამოიცნო და არც ტრაექტორია იყო მწვავე.

სამაგიეროდ, მეორე ნახევრის სამწუთიან ინტერვალში ნიკა საბანაძემ დუბლი გაიფორმა – ჯერ, ივანიშვილის შეცდომის შედეგად იხეირა, ხოლო შემდეგ დავით ჯიქიას ვერდარტყმულს დაამატა შედეგიანად.

ამრიგად, “სამტრედიამ” მესამე წრეში მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და სატურნირო მესამე პოზიციაც იკავებს. ეროვნული ლიგის მეოცე ტური შაბათს გაგრძელდება და კვირას დასრულდება.

“სამტრედია” – “ჩიხურა” 3:0 (1:0)

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

“სამტრედია”: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე, მანჯგალაძე, დათუნაიშვილი, ჯიქია (მარკოზაშვილი 76), რაჟამაშვილი (სამუშია 69), გიი (მთივლიშვილი 85), საბანაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

“ჩიხურა”: ჰამზიჩი, მირცხულავა, ფონიავა, განუგრავა (დეკანოიძე 72), სარდალიშვილი (გაბედავა 67), კორიფაძე, ტატანაშვილი, კაკუბავა, ივანიშვილი, ჩიკვაიძე, დობროლოვსკი (გორგიაშვილი 67)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 რაჟამაშვილი (4), 2:0 საბანაძე (58), 3:0 საბანაძე (61)

გაფრთხილება: ჯიქია (41) – დობროლოვსკი (22)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114681