ფეხბურთი

15:10 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” კეიტა ბალდეს გადაბირება სურს

“იუვენტუსის” გენერალური დირექტორის ბეპე მაროტას განცხადებით გუნდი “ლაციოს” შემტევის კეიტა ბალდეს ტრანსფერზე მუშაობს.

“ლაციოსთან მოლაპარაკებები დავიწყეთ, შეთავაზებაც გაკეთებულია, ვნახოთ რა მოხდება” – განაცხადა მაროტამ.

კეიტა ბალდე 2013 წლიდან “ლაციოს” ღირსებას იცავს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 135 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112363