კალათბურთი

12:51 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები გიბრალტარში გაემგზავრა

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრები გიბრალტარში, ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა. ჩვენმა გოგონებმა გასულ, 2016 წელს მოიგეს ეს დივიზიონი, თუმცა იმ გუნდის ბირთვმა 2 წლით უფროს - 18-წლამდელთა ნაკრებში გადინაცვლა და სწორედ ეს ნაკრები იასპარეზებს წლეულს რანგით მაღალ - B დივიზიონში, ხოლო 16-წლამდელები, როგორც აღვნიშნეთ, გიბრალტარში, C დივიზიონში საასპარეზოდ იმყოფებიან.

ტურნირში 7 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. პირველ ჯგუფში საქართველო, კოსოვო და მალტა მოხვდნენ, ხოლო მეორეი - სომხეთი, მონაკო, უელსი და გიბრალტარი. ჯგუფური ეტაპის მატჩები დღეს, 25 ივლისს დაიწყება. საქართველო თბილისის დროით 16:00 საათზე კოსოვოს შეხვდება, ხოლო 26 ივლისს, 18:15 საათზე, ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილი გუნდი მალტას დაუპირისპირდება.

გათამაშების სისტემის თანახმად, ჯგუფის საუკეთესო 2-2 გუნდი ნახევარფინალში გავა, სადაც ჯვარედინი სისტემით (A1-B2, B1-A2) დაწყვილდებიან.

საქართველოს ნაკრების შემდგენლობაში შედიან:

სოფო მოსიძე, ანჟელა ჟორჟოლაძე, ქეთი დანელაშვილი, თათული გიგაური, ლიკა მიქიაშვილი, ნანა ნავროზაშვილი, თამუნა ხელშვილი, მარიამ ოქროპირიძე, მაიკო დვალი, მარიამ ფუთურიძე, ანა მამასალისი, ნინო გადელია

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113855