ფეხბურთი

12:18 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

MLS-მა რეგლამენტის გამო 4-მილიარდიან კონტრაქტზე უარი თქვა

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ, ტურნირის რეგლამენტისა და სტრუქტურის შეცვლა არ ისურვა და მედია-ჰოლდინგ MP$Silva-ს სარფიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

მოცემული მომენტისთვის MLS-ს კონტრაქტი კომპანიებთან - ESPN, Fox და Univision-თან აკავშირებს, თუმცა მათგან მიღებული თანხა 4-ჯერ ნაკლებია იმ შეთავაზებაზე, რომელიც MP$Silva-სგან მიიღო.

ჰოლდინგი MLS-ს 4-მილიარდიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა აუცილებელ პირობად ლიგაში გავარდნის სისტემის დანერგვას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის მფლობელ რიკარდო სილვას ამ შეთავაზებისას პირადი ამბიციები ამოძრავებდა. საქმე ისაა, რომ რიკარდო მეორე დივიზიონის კლუბის, „მაიამის“ მფლობელიცაა და სისტემის შეცვლით მას ელიტაში ასვლის შანსი გაუჩნდებოდა.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება დავიწყოთ მოლაპარაკება ბატონ სილვასთან მანამ, სანამ არ მივიღებთ ახალ წინადადებას ამჟამინდელი პარტნიორებისგან“ - განაცხადა MLS-ის ვიცე-პრეზიდენტმა დენ კორტმანშმა ESPN-თან ინტერვიუში და დაამატა:

„ერთის მხრივ, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ვაწარმოოთ მოლაპარაკება ბატონ სილვასთან, ხოლო მეორეს მხრივ, არ გვაქვს სურვილი მივიღოთ მისი წინადადება სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით“.

თეგებიMLS
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116961