კალათბურთი

11:19 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს რუსეთის სტუდენტურ ნაკრებს ესპარინგება (VIDEO)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში სიახლეა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სლოვენიაში შეკრებაზე მყოფ რუსეთის სტუდენტურ ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მატჩი საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში არ შედიოდა, თუმცა რუსეთის სტუდენტური ნაკრები სლოვენიაში შეკრებას გადის, 28 ივლისს სლოვენიელთა ეროვნულ გუნდს გაეჯიბრება, მანამდე კი, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ნაკრებს შეხვდება.

რუსებთან შეხვედრა დახურული, სავარჯიშო ტიპის იქნება. არ იწარმოებს სტატისტიკა და მწვრთნელები კალათბურთლების განაცხადში შეყვანაში შეზღუდულები არ იქნებიან. საქართველოსა და რუსეთის სტუდენტური ნაკრების სპარინგ-მატჩი მატჩი დღეს, 25 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება გუშინდელ ვარჯიშს, დილას ჩვენი ნაკრების წევრებმა ტრენაჟორებზე ივარჯიშეს და ფიზიკური დატვირთების შემდეგ 1 საათის განმავლობაში მხოლოდ ბურთის სროლაში ივარჯიშეს, საღამოს საწვრთნელი პროცესი კი ძირითადად სათამაშო კომბინაციების დამუშავებას დაეთმო.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.11194