ფეხბურთი

10:57 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ვესტ ჰემმა“ ჩიჩარიტო წარადგინა

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ ლევერკუზენის „ბაიერთან“ ხავიერ ერნანდესის ტრანსფერის დეტალები შეათანხმა და 29 წლის ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა.

„ჩაქუჩების“ ოფიციალური ტვიტერის ცნობით, ახალწვეულთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ინგლისურ კლუბს აღნიშნული ტრანსფერი 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. რაც შეეხება ჩიჩარიტოს ანაზღაურებას, ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ის კვირაში 140 ათასს მიიღებს, რითაც "ვესტ ჰემის" ისტორაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება.

მექსიკელი ფორვარდი ინგლისის პრემიერლიგაში ადრეც თამაშობდა - 2010-2014 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა. ერთი სეზონი მან განათხოვრების წესით მადრიდის „რეალში“ გაატარა, მერე „მანჩესტერში“ დაბრუნდა, უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში კი, ბუნდესლიგაში „ლევერკუზენის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116062