კალათბურთი

14:27 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ-2017: ლიტვის ნაკრებს საბონისი გამოაკლდა  

ევრობასკეტ-2017-ზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მეტოქეს ლიტვის ეროვნულ ნაკრებს ფორვარდი დომანტას საბონისი ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას eurohoops.net-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, საბონისს ახალი კლუბი “ინდიანა პეისერსი” ზაფხულში კლუბში დარჩენას სთხოვს, რათა ახალი სეზონისთვის მოემზადოს.

ევრობასკეტ-2017-ზე საქართველოს და ლიტვასთან ერთად ბ ჯგუფში უკრაინა, იტალია, გერმანია და მასპინძელი ისრაელი იასპარეზებენ.

0.119599