ფეხბურთი

20:40 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დაბრუნებაც ასეთი უნდა: ჭანტურიამ "ურალს" ბოლო წუთზე მოაგებინა (+VIDEO)

უკეთეს დაბრუნებას ადამიანი ვერ ინატრებს – საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია მოედანს გასული წლის ნოემბრის შემდეგ დაუბრუნდა და გადამწყვეტი სიტყვა თქვა.

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში “ურალმა” მოსკოვის “დინამოს” გასლვაზე 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი კი 89-ე წუთზე სწორედ ქართველმა გაიტანა. გიორგიმ თანაგუნდელთან კუთხური გაითამაშა და კარის გასწვრივ ეშმაკურად გაუშვა ბურთი. საბოლოოდ, მოსკოველთა მეკარე შუნინი სიტუაციაში ვერ გაერკვა და ბურთი ბადეში აღმოჩნდა.

ჭანტურია მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა ჩვენთვის ასევე კარგად ნაცნობ ჩისამბა ლუნგუს ნაცვლად.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი ჭანტურიამ მძიმე ტრავმა 2016 წლის 26 ნოემბერს, “ლოკომოტივთან” მატჩში მიიღო და მოედანს დღეს დაუბრუნდა – თანაც დიდებულად.

“ურალს” ორი ტურის თავზე ოთხი ქულა აქვს და ცხრილის ზედა ნაწილშია.

0.115813