სერია A

16:06 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კოლაროვი “რომას” ფეხბურთელია

იტალიურმა “რომამ” “მანჩესტერ სიტიდან” სერბი მცველი ალექსანდრ კოლაროვი შეიძინა. ამის შესახებ “მგლების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. კოლაროვმა “რომასთან” 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 5 მილიონი ევრო შეადგინა.

31 წლის სერბი ფეხბურთელი “სიტიში” 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. გასულ სეზონში მან “ქალაქელთა” ღირსება პრემიერლიგის ეგიდით 29 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ კოლაროვისთვის რომი ნაცნობი ადგილია – 2007-2010 წლებში იგი “ლაციოს” რიგებში გამოდიოდა.

0.119745