ფეხბურთი

16:58 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს სანჩესის გადაბირება სურს

პსჟ “არსენალის” 28 წლის ჩილელი შემტევის ალექსის სანჩესის ტრანსფერზე მუშაობს, აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით ჩილელს “არსენალში” დარჩენა აღარ უნდა იქიდან გამომდინარე, რომ კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, ხოლო სანჩესს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თამაში სურს.

სანჩესი “არსენალში” 2014 წლიდან თამაშობს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 145 მატჩი ჩაატარა და 72 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114684