ფეხბურთი

21:35 | 18.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კასანომ კარიერის დასრულება გადაიფიქრა

იტალიელმა შემტევმა ანტონიო კასანომ "ვერონას" გულშემატკივრებს პრესკონფერენციაზე სასიხარულო ამბავი ამცნო და განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, კასანომ დღეს დილით, "ვერონაში" გადასვლიდან რვა დღის შემდეგ კლუბის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზი კი ოჯახისგან მოშორებით ყოფნა იყო.

"რთული დილა მქონდა. ხელმძღვანელთან მქონდა საუბარი და ვუთხარი, რომ პაუზის აღება მჭირდებოდა. ცუდი გადაწყვეტილება მივიღე და ახლა ყველაფერი დალაგდა. მადლობა მინდა გადავუხადო ხელმძღვანელობას, რათა შეეცადა ჩემი ოჯახის აქ ჩამოყვანას. მინდა მომდევნო სეზონი "ვერონაში" გავატარო, მოტივირებული ვარ და ამ გამოწვევას ვიღებ. ბოდიში გულშემატკივრებს." - განაცხადა კასანომ.

ანტონიო მხარდამჭერებს ასევე განუცხადა, რომ არ გაბრაზდნენ, რადგან მისი ორი-სამი თამაშის შემდეგ ყველაფერი დაავიწყდებათ. იტალიელი შემტევი ბოლოს "სამპდორიაში" თამაშობდა და 2016 წლის მაისის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. კასანოს "ვერონასთან" კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

0.114683