ფეხბურთი

12:46 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ტელეკომის თასის გამარჯვებულია (+VIDEO)

მიუნხენის "ბაიერნმა" ამხანაგური მატჩები ჩაატარა ტელეკომის თასზე და ორივე მატჩი მოიგო. ფინალში კარლო ანჩელოტის შეგირდებმა "ვერდერი" 2:0 დაამარცხეს, მანამდე კი ნახევარფინალში "ჰოფენჰაიმს" რობერტ ლევანდოვსკის გოლის წყალობით 1:0 სძლიეს.

ბრემენელებთან თავი თომას მიულერმა და ხუან ბერნატმა გამოიჩინეს. აღნიშნულ თასზე თითო მატჩი 45-წუთიანია. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში "ჰოფენჰაიმმა" "გლადბახი" პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა.

0.130997