ფეხბურთი

1:00 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერმა” კაპუსტკა გაანათხოვრა

“ლესტერმა” ახალგაზრდა ნახევარმცველი ბარტოშ კაპუსტკა “ფრაიბურგში” გაანათხოვრა. აღნიშნული ცნობა ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

20 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

პოლონელმა მოთამაშემ ყურადღება ევრო 2016-ზე კარგი თამაშით მიიქცია და გასულ ზაფხულს ის “ლესტერმა” 5 მილიონ ევროდ “კრაკოვიდან” გაიფორმა, თუმცა ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტირება გაუჭირდა და ძირითადი გუნდის რიგებში ასოციაციის თასზე, მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა (სულ 151 წუთი).

0.145944