ფეხბურთი

11:00 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მერანის" ფეხბურთელი უკრაინის პრემიერლიგაში გადავიდა

ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ მარტვილის “მერანის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ანდრო გიორგაძე კარიერას უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ “ვორსკლაში” გააგრძელებს. ამის შესახებ პოლტაველთა ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

21 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ახალ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გიორგაძე პოლტავას “ვორსკლაში” 2 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ანდრო გიორგაძემ მიმდინარე სეზონში “მერანის” რიგებში 14 შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში კი, ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა. 197 სმ და 87 კილოგრამია. მის მთავარ პლიუსად კი, თამაშის დროული წაკითხვა მიიჩნევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113423