ფეხბურთი

20:56 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: "კარგი იქნება "ყარაბაღი" ჩვეულ თამაშს თუ ვერ აჩვენებს"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “სამტრედია” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზაერბაიჯანულ “ყარაბაღს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმერელთა თავკაცმა გია ცეცაძემ.

ქართველი სპეციალისტი ამბობს, რომ მისი გუნდი მზადყოფნაშია:

“გუნდი კარგ მდგომარეობაშია და მოხარული ვარ, რომ ამ მატჩს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. კარგ თამაშს ველოდებით – “ყარაბაღი” ჩემპიონია და ეს იმას ნიშნავს, რომ “გაბალაზე” ძლიერია, რომელსაც შარშან ვეთამაშეთ. გასულ წელთან შედარებით გამოცდილება ოდნავ მეტი გვაქვს.

“ყარაბაღი” კარგ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს. უკეთესი იქნება თუ ხვალ ასე კარგად ვერ ითამაშებს”, - აღნიშნა ცეცაძემ.

“ყარაბაღისა” და “სამტრედიას” შეხვედრა 11 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120968