ფეხბურთი

17:46 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩოგაძე ბათუმის "დინამოში", თარხნიშვილი "საბურთალოში"

თორნიკე თარხნიშვილი ბათუმის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა. 27 წლის ნახვარმცველმა ბათუმელთა შემადგენლობაში ბოლო მატჩი "იაგელონიასთან" სტუმრად (0:4) ჩაატარა. თორნიკე ამ შეხვედრის 75-ე წუთზე გააძევეს.

თარხნიშვილი გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველია და ლატვიის ორგზის ჩემპიონიც გახლავთ "ვენტსპილსის" შემადგენლობაში.

სამაგიეროდ, როგორც “დინამოს” პრესსამსახური იტყობინება, "საბურთალოდან" ბათუმელთა რიგებში გადავიდა ფორვარდი თემურ ჩოგაძე. ამ ფეხბურთელმა ორი მატჩი ჩაატარა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე. პორტუგალიასთან და ჩეხეთთანაც შეცვლაზე შევიდა.

0.134396